loader

"ნუ ყვირი, თუ ძმა ხარ, დაჯექი" - გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ ყვირი, თუ ძმა ხარ, დაჯექი" - გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეს

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისა და მამუკა ხაზარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია ვოლსკიმ ტრიბუნასთან სიტყვის გამოსვლის დროს მის წინააღმდეგ ბადრი ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ დაიწყო საუბარი. ვოლსკის გამოსვლას დარბაზში ჯერ მამუკა ხაზარაძის, შემდეგ კი ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

ვოლსკიმ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი დამნაშავეებად არ გამოუცხადებია და უბრალოდ თქვა, რომ მათ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.