loader

"მამუკა ხაზარაძე იტყუება! დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო" - ნინო გიორგობიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამუკა ხაზარაძე იტყუება! დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო" - ნინო გიორგობიანი

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება:

"დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო - მამუკა ხაზარაძეს ვგულისხმობ. გუშინ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერი ძვირადღირებული ავტომანქით გადაადგილდება, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტითაა ნაყიდი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დეპუტატი ხაზარაძე იტყუება! ირაკლი ღარიბაშვილი მისი პირადი მანქანით გადაადგილდება, რომელიც განვადებით, ჯერ კიდევ 2019 წელს იყიდა, როცა კერძო სექტორში მუშაობდა და ეს ინფორმაცია ნებისმიერმა, თემით დაინტერესებულმა ადამიანმა ძალიან მარტივად შეუძლია გადაამოწმოს პრემიერის დეკლარაციაში".