loader

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის სხდომაზე ეროვნული ნაკრების მაისურებით მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის სხდომაზე ეროვნული ნაკრების მაისურებით მივიდნენ

მას შემდეგ, რაც უკრაინის ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა შეძლო, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის სხდომაზე ნაკრების ფორმებით მივიდნენ და სპორტსმენებს ამ ფორმით გამოუცხადეს მხარდაჭერა.

სხდომის გახსნისას პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს იმ მონდომებისა და ბრძოლისთვის, რომელიც მერვედფინალში, დანიის წინააღმდეგ შეხვედრაში გამოიჩინეს.

"ჩვენი გუნდისთვის ეს უდიდესი წარმატებაა. ვულოცავ და მადლობას ვუხდი ბიჭებს, მწვრთნელს ამ გამარჯვებისთვის. ასეთი ფაქტები აერთიანებს და მოტივაციას აძლევს ჩვენს ქვეყანას. მადლობა და გილოცავთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ მერვედფინალში შვედეთი ანგარიშით 2-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.