loader

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, 100 დეპუტატზე ნაკლების მხარდაჭერის შემთხვევაში კი, ის მხოლოდ 6 თვით დაინიშნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, 100 დეპუტატზე ნაკლების მხარდაჭერის შემთხვევაში კი, ის მხოლოდ 6 თვით დაინიშნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე პარლამენტმა 3 კვირის განმავლობაში უნდა აირჩიოს.

3 კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განმარტებით, პროცედურის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 სჭირდება. თუ კანდიდატი 100 ხმას მიიღებს, ის 5 წლის ვადით იქნება არჩეული; თუ კვორუმი არ შედგება, მაშინ - 6 თვის ვადით. ახალი კანდიდატი დეპუტატების არასაკმარისი ხმების მიღების შემთხვევაში თავმჯდომარის სტატუსით 6 თვე იქნება.

ამასთან, როგორც ცესკოში აცხადებენ, გარდამავალი დებულების მიხედვით, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არასაკმარისი ხმებით არჩევის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის კანონით გათვალისწინებული იგივე პროცედურა 6 თვის შემდეგ განახლდება.