loader

ახალი კვლევის შედეგები - ასეთი მეთოდით ვაქცინის გაკეთება უკეთეს დაცვის საშუალებას მოგცემთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი კვლევის შედეგები - ასეთი მეთოდით ვაქცინის გაკეთება უკეთეს დაცვის საშუალებას მოგცემთ

დიდი ბრიტანეთის მეცნიერთა მტკიცებით, განსხვავებული ვაქცინების გამოყენება პირველი და მეორე დოზისას კოვიდ 19-ის ვირუსისგან დაცვას უფრო მეტად უზრუნველყოფს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 50 წელს გადაცილებულმა 850-მა ადამიანმა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინების კომბინაცია უფრო მეტად ეფექტური აღმოჩნდა ანტისხეულების წარმოქმნისას. ექსპერტთა მტკიცებით, სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება ხელს შეუწყობს საერთო პროგრამის გამარტივებას.

ავტორი: ნინი გოგიშვილი