loader

"ახლობლების სანახავად მივიდნენ, ისინი კი გარდაცვლილი დახვდნენ" - კანადაში ანომალიური სიცხის გამო ხალხი იღუპება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლობლების სანახავად მივიდნენ, ისინი კი გარდაცვლილი დახვდნენ" - კანადაში ანომალიური სიცხის გამო ხალხი იღუპება

აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ორეგონის შტატში გასული კვირის პარასკევიდან დღემდე სიცხისგან 63 ადამიანი დაიღუპა. სამედიცინო ექსპერტიზამ მათი გარდაცვალების მიზეზად ჰიპერთერმია დაასახელა.

ბრიტანეთის კოლუმბიაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მოულოდნელი გარდაცვალების, სულ მცირე, 486 შემთხვევა დაფიქსირდა. კანადის სამთავრობო უწყების, „კანადის ბუნებრივი რესურსების“ ხანძრის რუკის თანახმად, ალბერტას უმეტესი ნაწილი და ბრიტანეთის კოლუმბიისა და სასკაჩევანის გარკვეული ტერიტორიები ხანძრის საფრთხის ქვეშაა.

ადგილობრივების თქმით, იყო შემთხვევები, როცა ახლობლები კონტაქტზე არ გამოსულან, რის შემდეგაც გადაწყვიტეს თავად ენახათ, ხოლო მისვლისას აღმოუჩენიათ, რომ ისინი გარდაიცვალნენ.