loader

“ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან! „ფაიზერის“ შემოსვლის შემდეგ 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება“ - ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას სიახლეები გააცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან! „ფაიზერის“ შემოსვლის შემდეგ 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება“ - ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას სიახლეები გააცნო


„მოგეხსენებათ, „ფაიზერს“ ინსტრუქციაში აქვს 16 წელს ზემოთ აცრა. დღეს, ყველა სხვა ვაქცინით იცრება 18 წელს ზემოთ მოსახლეობა, „ფაიზერს“ დაშვება აქვს 16 წლიდან. ამიტომ, ჩვენთანაც ცვლილება შევა „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში ახორციელებს - მოზარდების აცრას, ამაზე, რა თქმა უნდა, დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

ხვალიდან ჯავშნები გაიხსნება. დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტიურობა და მერე უკვე მთელი თვის განმავლობაში გაიზრდება ჯავშანი და შეიძლება მთელი ზაფხულის განმავლობაშიც. ვიწყებთ „სინოფარმით“ და ამას შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“, - აცხადებს გამყრელიძე.