loader

“ზაფხულის განმავლობაში 4 ვაქცინით გვექნება აცრა - „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ზაფხულის განმავლობაში 4 ვაქცინით გვექნება აცრა - „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ - ამირან გამყრელიძე


“ზაფხულის განმავლობაში ჩვენ აცრები გვექნება 4 ვაქცინით - „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი დადგენილების მიხედვით, მასობრივი ვაქცინაციის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულები არიან ვაქცინაციის პროცესში 7 დღის განმავლობაში იმუშავებენ, რათა ადამიანებს ვაქცინაციაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.

„ამცრელი ბრიგადების რაოდენობა სულ უფრო და უფრო ფართოვდება და მათი რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, გაიყოფა, იქნება ბრიგადები, ვინც აცრის „ასტრაზენეკაზე“, ვინც აცრის „სინოვაკზე“ და ვინც აცრის „სინოფარმზე“ და „ფაიზერზე“. ანუ, ამ ზაფხულის განმავლობაში აცრები გვექნება 4 ვაქცინით - „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“. აცრებმა უნდა დაასრულოს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში, ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.