loader

კელი დეგნანი "პრაიდის" საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ პირები რომლებსაც სურთ მშვიდობიან მსვლელობას ხელი შეუშალონ კონსტიტუციას არღვევენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კელი დეგნანი "პრაიდის" საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ პირები რომლებსაც სურთ მშვიდობიან მსვლელობას ხელი შეუშალონ კონსტიტუციას არღვევენ

შსს-მ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხვალ დაგეგმილ „ღირსების მარშს“.

კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიცია რთულ დავალებას თავს გაართმევს.

„საქართველოს კონსტიტუცია იცავს მისი თითოეული მოქალაქის უფლებებს. მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ისევე როგორც ამას აშშ-ის კონსტიტუცია იცავს. მაშინც კი, როდესაც ეს არაპოპულარული ნაბიჯია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ეს ძალიან რთული დავალებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოს პოლიცია ამას თავს კარგად გაართმევს და ხვალ მარში მშვიდობიანად ჩატარდება“, - აცხადებს ელჩი.