loader

"წადი შენიო და მომვარდა" - ქალი, რომელსაც ავტობუსის ბილეთი არ ჰქონდა, მძღოლს თავს დაესხა, უკბინა და ქვები ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წადი შენიო და მომვარდა" - ქალი, რომელსაც ავტობუსის ბილეთი არ ჰქონდა, მძღოლს თავს დაესხა, უკბინა და ქვები ესროლა

უკრაინაში, კერძოდ კი, ლვოვში, მგზავრს ბილეთი არ ჰქონდა. მძღოლის თხოვნაზე, რომ მას მგზავრობის საფასური გადაეხადა, ქალმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც მძღოლს თავს დაესხა. ამ უკანასკნელს ქალის ტრანსპორტიდან ჩამოსმა მოუწია, რის შემდეგაც მგზავრმა ქვები დაუშინა. 

"მივედი და ვეუბნები: "გადაიხადეთ თუ შეიძლება, გაქვთ რამე საბუთი?" ის კი მპასუხობს: "წადი შენი ..." ორი წელია ვმუშაობ, მაგრამ მსგავსი რამ არ შემხვედრია. ახალგაზრდა, უტიფარი, დაბოლილი ჩანდა. პოლიციას გამოვუძახე, მაგრამ სანამ ისინი მოვლენ..." - ჰყვება მძღოლი.