loader

მოკლულია პრეზიდენტი, დაშავდა პირველი ლედი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ფორმა ეცვათ - ტრაგედია ჰაიტიში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკლულია პრეზიდენტი, დაშავდა პირველი ლედი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ფორმა ეცვათ - ტრაგედია ჰაიტიში

7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინციდენტი  ღამით, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მდებარე რეზიდენციაში მოხდა.

თავდასხმისას დაიჭრა პირველი ლედი მარტინა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჰაიტის უსაფრთხოების ძალებმა პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზზე თავდასხმასა და მკვლელობაში მონაწილე ოთხი პირი მოკლეს, ორი კი დააკავეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაიტის ელჩის, ბოში ედმონდის თქმით, მონაწილე პირები ჩაცმულნი იყვნენ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აგენტების ფორმაში.

ავტორი: ნინი ქობალია