loader

“ყველას კარზე მოაკაკუნებენ, ყველას სისხლს დალევენ ვინც წინ აღუდგება“ - ზურაბ ჯაფარიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველას კარზე მოაკაკუნებენ, ყველას სისხლს დალევენ ვინც წინ აღუდგება“ - ზურაბ ჯაფარიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს


ზურაბ “გირჩი“ ჯაფარიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს. 

“უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ველურებმა... 
ქრისტეს სახელით მოკლეს და სანაცვლოდ სისხლიანი ჯვარი დაარჭეს რუსთაველზე
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დაადგენს სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზა
სრულიად სტერილური უნდა იყო რომ დაიჯერო რომ ლექსოს გარდაცვალება კავშირში არაა 5 ივლისს მის სასტიკ ცემასთან
ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ
ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში ოცნების პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ
უარესი სულელები ხართ ვინც ახლა მათ სევდიან სახეებს და 'ძალადობას ვგმობ" მესიჯებს ჭამთ და დაიჯერებთ რომ ეს ძალაუფლების გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი უსინდისო, მოძალადე ხალხი რაიმეს ინანიებს ან რაიმეს განიცდის
ეს იყო მათი მიზანი და ესაა დღესაც - ტერორი, რომ ვერავინ გაბედოს ხმის ამოღება და მათი, საპატრიარქოს და ოცნების ძალაუფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება
მაგრამ ყველაზე სულელები ხართ ისინი, ვინც ფიქრობთ რომ თქვენ არ შეგეხებათ ეს ბოროტება
ყველას კარზე მოაკაკუნებენ, ყველას სისხლს დალევენ ვინც წინ აღუდგება
არავის გადადგომა და არანაირი ფორმალური სამართლებრივი პროცედურები ამ რეალობას არ შეცვლის
ესენი უნდა წავიდნენ
საპატრიარქო და ოცნება ერთად
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ რუსული ბოროტების პარპაში ამ ქვეყანაში
2 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე და შემოხაზეთ ვინც გინდათ, ოღონდ არა 41
ვინც გინდათ, გარდა 41-სა
კართაგენი უნდა დაინგრეს!“ - წერს ზურა ჯაფარიძე.