loader

შსს ალექსანდრე ლაშქარავას მოპედით გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ოპერატორის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ალექსანდრე ლაშქარავას მოპედით გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ოპერატორის შესახებ


შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც, უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა გადაღებული.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კადრებში ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე მოპედით გადაადგილდება.

შსს დამატებითი დეტალიზაციისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და მის კოლეგებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ.

როგორც უკვე განვაცხადეთ, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტი. ექსპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება. ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტს, მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და მათ გამოკითხვას. აქვე გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ინახებოდეს. აქვე საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ გარდაცვლილის გადაადგილების კადრებს, რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული გამოძიების ფარგლებში. ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც იმყოფება ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოში, გადაადგილდებოდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე. შსს ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისგან“,- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ.