loader

"თავზე დაგახიეს ევროკავშირის დროშა, ბატონო კახა" - სალომე სამადაშვილს განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავზე დაგახიეს ევროკავშირის დროშა, ბატონო კახა" - სალომე სამადაშვილს განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

"თქვენ წარმოადგენთ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ჟურნალისტებზე დაგეშა და სანადიროდ მიუშვა მოძალადეების ჯგუფები; თქვენი პრემიერ-მინისტრი დღეს დილით ბედავს და გვემუქრება, ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას", - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.

სამადაშვილის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის საპასუხოდაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით სცადა დეპუტატების გაჩუმება.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციის ნაწილმა ხმაურის ფონზე დატოვა.