loader

“გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება“ - შსს ალექსანდრე ლაშქარავას საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება“ - შსს ალექსანდრე ლაშქარავას საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროებს


ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასვკნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.

ამის შესახებ მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით, შსს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, გამოკითხულია 110 პირი, დათვალირებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გაარდავალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური ექპსერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, პენტინი და მონოაცეტილმორფინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, - განაცხადა ჭელიძემ.