loader

"აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს" - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს" - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე?

სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაქის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით სხვდასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაქის რაიონის მიმართულებით მდებარეობს, მანამდე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.