loader

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შარლ მიშელს აუხსნიან, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი და როგორ იმოქმედეს სამართალდამცველებმა როგორც უშუალოდ 5 ივლისს, ასევე შემდეგ, როდესაც დააკავეს მოძალადეები და დაიწყო გამოძიება.