loader

(+18) თალიბებმა ავღანელი ჯარისკაცები ტყვედ ჩაიგდეს და დახვრიტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(+18) თალიბებმა ავღანელი ჯარისკაცები ტყვედ ჩაიგდეს და დახვრიტეს

თურქმენეთისა და ავღანეთის საზღვართან თალიბებმა 22 ავღანელი სპეცრაზმელი დახვრიტეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინციდენტი 16 ივნისს მოხდა. უსასტიკესი შეტაკებების შედეგად, ავღანელ სპეცრაზმელებს ტყვიები გაუთავდათ, ბოევიკებმა მათ დანებება შესთავაზეს, ხოლო როცა სამხედროები ხელაწეული გამოვიდნენ, მათ ცეცხლი გაუხსნეს. წითელ ჯვარში 22 სამხედროს გარდაცვალებას ადასტურებენ. 

თალიბების წარმომადგენელი ტელეარხთან აცხადებს, რომ 24 სპეცრაზმელი, რომლებიც ტყვედ აივანეს, კვლავ ცოცხლები არიან, თუმცა ფაქტის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.