loader

“პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ... მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება“ - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ... მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება“ - ამირან გამყრელიძე



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ერთხელ აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს, ხოლო ორჯერადად აცრილებზე ახლა კვლევა მიმდინარეობს.

"პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლებით ერთი ათეულის ფარგლებში. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით დაზუსტებით.

ჩვენი მეექვსე ანგარიში ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, აქვე, ამბობს, რომ ორჯერ აცრილების პროცენტული მაჩვენებელი როგორც ინფიცირებულების, ასევე - გარდაცვლილების შემთხვევაში, ძალიან დაბალია.