loader

გურამ ფალავანდიშვილის პირველი კომენტარი მისი სახლის ჩხრეკის დასრულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ ფალავანდიშვილის პირველი კომენტარი მისი სახლის ჩხრეკის დასრულების შემდეგ

სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებას არ ელის.

მისივე თქმით, სახლიდან სამართალდამცველებს კანონთან შეუსაბამო ნივთმტკიცება არ ამოუღიათ.

"ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. საერთოდ, ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. თუ 10 მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთის და ვერც პუტინი ვერ დაგვიდგება წინ. ახლა ჩვენ მივდივართ განყოფილებაში. როგორც მე ვიცი, არ გვაკავებენ, უნდათ ჩვენი დაკითხვა, ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე - სასამართლოში მხოლოდ და ადვოკატთან ერთად. გამოვთქვამთ წუხილს, რომ არ აკავებენ და არ ჩხრეკენ ძალადობის ინიციატორებს „თბილისი პრაიდს“ და მედიატერორისტებს - ტელევიზიებს. არ მაქვს მოლოდინი, რომ დამაკავებენ, უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი მხრიდან და შეიძლება ჩვენც მოვმკვდარიყავით, ყველა მომკვდარიყო", - მიმართა ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, სამართალდამცველები გურამ ფალავანდიშვილის სახლში დილიდან იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლშიც. მისი მეუღლის განცხადებით, სამართალდამცველებმა სახლში ჩხრეკის დასრულების შემდეგ ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.