loader

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ჩინოსანში“, რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ჩინოსანში“, რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ


"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი არ აკონკრეტებს, ვის ადანაშაულებს მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაში, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს ჩინოსანი ქართველი არ არის.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მმართველ გუნდს არ უნდა მას რაიმე რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

კითხვაზე: „გაქვთ თუ არა პრეტენზიები და შენიშვნები ელჩის მუშაობასთან დაკავშირებით და გულისხმობთ თუ არა კელი დეგნანს „ჩინოსანში“, რომელმაც თქვენივე შეფასებით დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს?“ - პაპუაშვილმა უპასუხა: „აქ, რა თქმა უნდა, ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება“.