loader

პარლამენტთან, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით, მედიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით, მედიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სატელევიზიო კომენტარით დაიწყო, რომელიც 5 ივლისს, მასზე განხორციელებულ ძალადობას ეხებოდა. პარლამენტთან დამონტაჟებულ ეკრანზე ასევე ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრებიც აჩვენეს.

ადგილზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. ისინი ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.