loader

“უზრდელი და უტაქტო ადამიანი ხარ! რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?!“ - დაპირისპირება მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უზრდელი და უტაქტო ადამიანი ხარ! რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?!“ - დაპირისპირება მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის


“უზრდელობა და უტაქტობაა, რასაც შენ აკეთებ,“ - ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს.

ყაველაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყნისთვის უბედურება მოაქვს.

„ჩვენზე მეტი უფლება არ გაქვს, ისევე პარლამენტარი ხარ, როგორც ჩვენ. რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?! თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხართ ამ ქვეყნის უბედურების მომტანი“, - უთხრა ყაველაშვილმა დეკანოიძეს.

ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომა დახურულად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.