loader

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა


ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკუთარ მაგიდაზე ავიდა და 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი პლაკატით ხელებაწეულმა გამოხატა.

თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატის აღნიშნულ ქცევას უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მამულაშვილს ჯერ მაგიდიდან ჩამოსვლისკენ მოუწოდეს და დეპუტატის ქცევის წესები შეახსენეს, მოგვიანებით კი მას ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი პლაკატი ხელიდან გამოგლიჯეს.