loader

“ახლა როგორც ჩანს, პროგრესი მცირდება და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს“ - ადამ კინზინგერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ახლა როგორც ჩანს, პროგრესი მცირდება და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს“ - ადამ კინზინგერი


ამერიკელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საუბარია პრემიერის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არასდროს სმენია, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სასამართლო სისტემის კრიტიკა ევროპისა და აშშ-ისგან.

„ეს სრულიად მცდარი ინფორმაციაა. ჩვენ ვიყავით კრიტიკულები და ხშირად ვაკეთებდით ამას. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი მცირდება და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს”, - დაწერა კინზინგერმა „ტვიტერზე“.