loader

შარლ მიშელი ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრებს დილიდან იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შარლ მიშელი ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრებს დილიდან იწყებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.

შარლ მიშელი 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.

ის ასევე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან.

ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანში.