loader

ქალაქს მილიარდობით კოღო შეესია - შემზარავი კადრები რუსეთიდან, სადაც კოღოების ტორნადოებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალაქს მილიარდობით კოღო შეესია - შემზარავი კადრები რუსეთიდან, სადაც კოღოების ტორნადოებია

რუსეთში, კერძოდ კი, კამჩატკის ერთ-ერთ დასახლებაში, უსტ-კამჩატსკში, უცნაური მოვლენა ხდება. კოღოების უამრავმა რაოდენობამ ტორნადოები წარმოქმნა. ინფორმაციას გამოცემა "კამჩატკა-ინფორმი" ავრცელებს.

ენტომოლოგის განმარტებით, ეს კოღოები ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

"ეს მამრი კოღოები არიან, რომლებიც არ ნადირობენ თბილსისხლიან არსებებზე, არამედ ერთისა ან რამდენიმე მდედრი კოღოს გარშემო დაფრინავენ" - განმარტა ენტომოლოგმა.

ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ ეს ფენომენი ყოველწლიურია, თუმცა მისი შენიშვნა ამინდზეა დამოკიდებული.