loader

როდის მიაღწევს თბილისში 40 გრადუსს ტემპერატურა? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის მიაღწევს თბილისში 40 გრადუსს ტემპერატურა? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. 19-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს. 22 ივლისს კი 37 გრადუსამდე დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

თბილისში ტემპერატურა დღეს 39 გრადუსს მიაღწევს, ხვალ კი 40 გრადუსი იქნება. 21-22 ივლისს კი ტემპერატურა 2-3 გრადუსით შემცირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.