loader

"შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული" - ირაკლი ღარიბაშვილი

"შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან", - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უთხრა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია და პროცესს მიჰყვება.

"ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და პირობა სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. აქვე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმებაზე ხელი არა აქვს მოწერილი, რაც დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის და დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება - ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ პრეზიდენტ მიშელს გავუზიარეთ. ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.