loader

ამ წუთებში ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმის საერთასორისო კონფერენცია გაიხსნა.

ღონისძიება ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები: მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: "ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთი ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.

სესიის მსვლელობისას, განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.