X
"ამას ამაღამ დავაბამ სადმე საღორეში, დავსერავ, უნდა დავამარილო ბ***ს შვილი ვიყო" - ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები, სადაც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირები ფიგურირებენ, დაკავებულია 8 პირი
19:44 / 23-07-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და მარნეულში 8 პირი დააკავეს.

"ყველა მათგანი: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო. "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.

დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა.

ა.ო. სადავო საკითხის „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა "ქურდული სამყაროს" წევრებს, ასევე, ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.

ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევა მოაწყეს.

დავის „ქურდული წესით“ გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან - ა.ო.-სგან სადავო თანხას - 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ წესებს არ შეესაბამებოდა.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო