loader

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის "დელტა" შტამით ჩვილი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

"ეს ის პაციენტია, რომელზეც უკვე ბოლო დღეებია ვსაუბრობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პირველ რიცხვში შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, "დელტა" შტამით იყო დაინფიცირებული. გადმოყვანილია სოხუმის კლინიკიდან. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო, ბოლო დღეები განსაკუთრებით“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გასულ კვირას კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა.