loader

მოოქროვილი საპირფარეშო, ძვირად ღირებული მანქანები, ფული - რა აღმოაჩინეს რუსი პოლიციელის სახლის ჩხრეკის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოოქროვილი საპირფარეშო, ძვირად ღირებული მანქანები, ფული - რა აღმოაჩინეს რუსი პოლიციელის სახლის ჩხრეკის დროს

რუსმა გამომძიებლებმა მოოქროვილი საპირფარეშო და სხვა ძვირად ღირებული ნივთები აღმოაჩინეს სასახლეში, რომელიც კორუმპირებულ პოლიციელებს ეკუთვნოდათ. როგორც BBC-ი წერს, საგამოძიებო კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მდიდრული, უზარმაზარი სასახლის ექსტრავაგანტური ინტერიერი.

სამართალდამცველთა ცნობით, აღნიშნული სასახლე ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, სადაც ანტიკორუფციული ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.

საქმეზე დაკავებულია სტავროპოლის საგზაო პოლიციის ხელმძღვანელი ალექსეი საფონოვი და კიდევ ექვსი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, საგზაო პოლიციის წარმომადგენლები წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, სხვადასხვა ბიზნესისთვის ყალბი ნებართვების გაცემის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდნენ. ამ ნებართვებით მძღოლებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, არალიცენზირებული ტვირთი პოლიციის კონტროლის გარეშე გაეტარებინათ.

წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით თავად ბრალდებულთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. გამოძიების ცნობით, ანტიკორუფციული ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა 80-მდე ადგილას, მათ შორის, სტავროპოლის საგზაო პოლიციის ოფისებში, ამოღებულია ფული და ასევე ძვირფასი მანქანები.

მათივე ინფორმაციით, კორუფციული სქემა რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდა და საერთო ჯამში, პოლიციელებმა ქრთამის სახით 19 მილიონი რუსული რუბლი მიიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალექსეი საფონოვს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულთა შორის არის ასევე მისი წინამორბედი ალექსანდრ არჟანუხინი. ზოგიერთი ცნობით, 35 პოლიციელია დაკავებული, თუმცა ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

მექრთამე პოლიციელის სახლის ჩრეკა ჩატარდა - აღმოჩენილი ნივთები და ქონება გაგაოცებთ.