loader

ევროპას წყალდიდობასთან გამკლავება უჭირს - ვისი ბრალია, სინოპტიკოსების თუ საჯარო მოხელეების? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპას წყალდიდობასთან გამკლავება უჭირს - ვისი ბრალია, სინოპტიკოსების თუ საჯარო მოხელეების?

დატბორილი სახლები, ევაკუირებული მოსახლეობა, დანგრეული ხიდები და გზები. დასავლეთ
ევროპაში 15 ივლისის ღამეს მომხდარ წყალდიდობას მინიმუმ 196 ადამიანი ემსხვერპლა.

რეკორდულად ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა ევროპის რამდენიმე ქვეყნის ქალაქი და
დაკარგულად გამოცხადდა ათასობით ადამიანი.
დაზარალებულ ქვეყნებს შორის, გერმანიასა და ბელგიასთან ერთად, არის ავსტრია, შვეიცარია,
ლუქსემბურგი და ნიდერლანდები.
ყველაზე დიდი ზარალი გერმანიაში, აიფელის რაიონში, დაბა შულდსს მიადგა. ზემო ბავარიის
რეგიონში დაიტბორა გზები და სარდაფები. სტიქიის შედეგად ქალაქებში დაინგრა შენობები,
დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ელექტროობა, გაზის გაყვანილობები, სარკინიგზო და
საავტომობილო გზები.

ავტორი: ნინი ქობალია