X
ვრცელდება "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის დროს, "რუსთავი 2"-ის ოპერატორზე ძალადობისთვის ბრალდებულის დაკავების კადრები
20:30 / 21-07-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1955 წელს დაბადებული უ.დ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უ.დ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, "ცისფერი გალერეის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, კერძოდ:

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 23 პირი;

• "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;

• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“სულ ვატყობდი, რომ თითქოს ჩემი არ ესმის... მხოლოდ ექსპრესიული კი არა, რეცეპტიული დაგვიანებაც აქვს - ვერ გამოხატავს რისი თქმაც უნდა“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო