loader

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, კორონავირუსისგან 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი ემსხვერპლა.