loader

კადრები ბათუმიდან, სადაც მკვლელობა მოხდა - ძველი ბულვარის ტერიტორიაზე კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბათუმიდან, სადაც მკვლელობა მოხდა - ძველი ბულვარის ტერიტორიაზე კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი, 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდართან დაკავშირებით ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.