loader

ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში - სხდომათა დარბაზის აივანზე ბანერი წარწერით - "დასაჯეთ მოძალადეები", ისევ გადმოფინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში - სხდომათა დარბაზის აივანზე ბანერი წარწერით - "დასაჯეთ მოძალადეები", ისევ გადმოფინეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით - "დასაჯეთ მოძალადეები", ისევ გადმოფინეს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება.

როგორც მან აღნიშნა, 5 ივლისს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

ამ წუთებში სხდომა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. პარალელურად, დარბაზის აივანზე, საიდანაც ჟურნალისტები სხდომას აშუქებენ, მოძალადეების დასჯის მოთხოვნით ბანერი კვლავ გადმოფენილია.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერი სხდომათა დარბაზის აივნიდან გასულ კვირასაც, შს მინისტრის მოსმენის დღესაც გადმოფინეს, რაც საბოლოოდ, სხდომის დახურვის და ვახტანგ გომელაურის მოსმენის ჩაშლის მიზეზი გახდა.

ვიდეო: "ტვ პირველი"