loader

"დაჭრილი, უიარაღო მოდიოდა, რაღაც ძალამ არ მომაკვლევინა" - რას ყვება ჯარისკაცი, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში დაჭრილი ჰიტლერი არ მოკლა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაჭრილი, უიარაღო მოდიოდა, რაღაც ძალამ არ მომაკვლევინა" - რას ყვება ჯარისკაცი, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში დაჭრილი ჰიტლერი არ მოკლა?

ჰენრი ტანდი ცნობილია, როგორც პირველი მსოფლიო ომის ყველაზე გამოჩენილი ჯარისკაცი. თუმცა მისი სახელი ისტორიაში სხვა მიზეზის გამო შემოვიდა. მორიგი გამარჯვების შემდეგ მან დაინახა სანგარში დაგდებული, დაჭრილი უიარაღო მოწინააღმდეგე. ჰენრის იგი შეეცოდა და არ მოკლა. ეს გერმანელი ჯარისკაცი ადოლფ ჰიტლერი იყო.

1918 წლის 28 სექტემბერს პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო მოხდა. იპრის მეხუთე ბრძოლის დროს, საფრანგეთის სოფელ მარკოინთან ახლოს, 27 წლის ჰენრი ტანდიმ მიიღო ვიქტორიას ჯვარი, რამაც სხვა მედლებთან ერთად, იგი პირველი მსოფლიო ომის ყველაზე დაჯილდოებულ ჯარისკაცად აქცია. ღონისძიებაზე გადაღებული სურათი გაზეთში გამოქვეყნდა, სწორედ აქედან გაიგო ჰიტლერმა ჯარისკაცის ვინაობა.

ავტორი: ნინი ქობალია