loader

"ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

17 ივლისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.