loader

ვაშინგტონის ცენტრში სროლა იყო, ორი ადამიანი დაჭრილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაშინგტონის ცენტრში სროლა იყო, ორი ადამიანი დაჭრილია

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის ცენტრში 23 ივლისს პოლიციასა და ორ შეიარაღებულ მამაკაცს შორის სროლა იყო. დაჭრილია ორი მოქალაქე.

"ზარი ადგილობრივი დროით 20:20-ზე შემოვიდა. 14 ქუჩისა და რიგგს-ქუჩის კვეთაზე ორი სრულწლოვანი მოქალაქე დაიჭრა. ორივე მათგანი გონზეა და სუნთქავს. მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.

მედიის ცნობით, სროლა ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს დაიწყო, საიდანაც თეთრი სახლი 2 კილომეტრშია. მთლიანობაში 20-30 გასროლა იყო.

დაპატიმრებული ჯერჯერობით არავინ არის. პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს.