loader

"ხომ გამოჩნდა, რომ ვირუსი ღამე დადიოდა?" - პაატა იმნაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხომ გამოჩნდა, რომ ვირუსი ღამე დადიოდა?" - პაატა იმნაძე

"გამოჩნდა, ხომ, რომ თურმე ღამე დადიოდა ვირუსი?" - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების დაცვა შისცემთ შესაძლებლობას, რომ დამატებით შეზღუდვები აღარ დააწესონ.

"შეზღუდვებმა აჩვენა თავისი ეფექტურობა, გახსოვთ, ალბათ... მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამე დადისო? და გამოჩნდა, ხომ, რომ თურმე ღამე დადიოდა ვირუსი, იმიტომ, რომ სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო, ხომ?! (გავრცელებული).

ამ შეზღუდვებს ჰქონდა აზრი მაშინ, როცა ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის თავის დაცვის ალტერნატიული გზები. ალტერნატიული გზა, პირველ რიგში, არის ვაქცინა და მეორე რიგში - არსებული რეგულაციები", - აცხადებს იმნაძე.