loader

ანტისხეულების გამომუშავებისთვის Pfizer ვაქცინის დოზებს შორის რვაკვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტურია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანტისხეულების გამომუშავებისთვის Pfizer ვაქცინის დოზებს შორის რვაკვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტურია?

Pfizer-ის ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის უფრო დიდი ინტერვალი სხეულის იმუნურ სისტემას ინფექციასთან საბრძოლველად უფრო მეტი ანტისხეულების წარმოქმნის საშუალებას აძლევს - ეს ბრიტანელი მეცნიერების დასკვნაა, რომელიც მათ კვლევის შედეგად გამოიტანეს.
ექსპერტების თქმით, ეს დასკვნა მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას, გაზარდონ დოზებს შორის ინტერვალი, მას შემდეგ, რაც საწყისი რეკომენდაცია ორ დოზას შორის მხოლოდ სამი კვირა იყო.

სავარაუდოდ, "დელტა" ვარიანტისთვის რვაკვირიანი ინტერვალი საუკეთესოა.
დიდმა ბრიტანეთმა თავდაპირველად, 2020 წლის ბოლოს დოზებს შორის ინტერვალი 12 კვირამდე გაზარდა.
თუმცა ვინაიდან ვაქცინაციის პროგრამა ასაკობრივ ჯგუფებში ამოქმედდა - ამჟამად ყველას, ვინც 18 წელს გადაცილებულია, მინიმუმ პირველი დოზა გაკეთებული აქვს - რეკომენდაციაა, რომ მეორე დოზა გადმოსწიონ და ის პირველიდან რვა კვირის შემდეგ გაიკეთონ.
მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგები წინასწარ ბეჭდურ ნაშრომშია გამოქვეყნებული, რომელიც ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის.

კვლევისთვის მკვლევარებმა შეადარეს მათი იმუნური პასუხები, რომლებმაც დოზები სხვადასხვა ინტერვალით მიიღეს 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში, როდესაც კოვიდის "ალფა" ვარიანტი სწრაფად ვრცელდებოდა.
სისხლში ანტისხეულების დონე მეორე ვაქცინის დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ იზომება.
დასკვნების თანახმად:

Pfizer ვაქცინის დოზებს შორის როგორც მოკლე, ისე გრძელი ინტერვალების შემთხვევაში ძლიერი იმუნური რეაქცია წარმოიქმნება
ათკვირიანთან შედარებით, სამკვირიანი ინტერვალის შედეგად წარმოიქმნება ნაკლები ისეთი ანტისხეულები, რომლებსაც შეუძლიათ ვირუსის შეკავება და ინფექციის თავიდან არიდება, 
თუ პირველი დოზის მიღების მერე უშუალოდ ანტისხეულების დონე დაეცა, სხვა ტიპის იმუნური უჯრედების დონე, რომელსაც T-უჯრედები ეწოდება, მაღალი დარჩა

ორ დოზას შორის უფრო ხანგრძლივმა ინტერვალმა ნაკლები T-უჯრედების დარჩენა განაპირობა, თუმცა დაეხმარა კონკრეტული ტიპის - დამხმარე T-უჯრედების წარმოქმნას, რაც ექსპერტების შეფასებით, იმუნურ მეხსიერებას უწყობს ხელს
BBC-ის ცნობით, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეალური მონაცემები აჩვენებს, რომ Pfizer-ის ვაქცინა ეფექტურია სერიოზული დაავადებების დონის შემცირებაში, საავადმყოფოებში მიღებისა და სიკვდილის პრევენციაში, მაშინაც კი, თუ ადამიანს Pfizer-ის მხოლოდ ერთი დოზა აქვს მიღებული.

ავტორი: ეკა აბაშიძე