loader

თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა

თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 49 წლის ქალი გარდაიცვალა.

ინფექციურ საავადმყოფოს ინფორმაციით, ის 2 დღის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში ახალციხის კლინიკიდან შეიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ყველა შესაბამისი მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, თუმცა, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა ადგილობრივ კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma).