loader

რა გადაწყვეტილება მიიღეს "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? - პარტია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაწყვეტილება მიიღეს "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? - პარტია განცხადებას ავრცელებს

პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას.

მათივე განმარტებით, გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით მიიღეს, ხმები კი ასე გადანაწილდა: მომხრე: 54.72% (232 ხმა), წინააღმდეგი: 45.28% (192 ხმა).

კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა „ფეისბუქ“ ჯგუფში დღეს, 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა.