ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - „ფაიზერის“ პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუმარტეს, რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება ნებადართული.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში, რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში სმს-ის სახით.

"ამდენად, მას შემდეგ, რაც მოქალაქე ჩვეული წესით პორტალზე შეიყვანს მოთხოვნილ ინფორმაციას, წინასწარი რეგისტრაციის პროცესი შესაძლოა, მან დასრულებულად ჩათვალოს და სმს-შეტყობინებას დაელოდოს, სადაც იქნება მითითებული ის დრო, რომელიც მან აირჩია, ასევე დაწესებულება, სადაც უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის. ეს არის სიახლე, რაც განსხვავდება წინა პერიოდში გამოყენებული რეგისტრაციის წესისგან.

„ფაიზერზე" რეგისტრაცია შეუძლია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებს და ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა პირს, რომელმაც გადაიტანა კოვიდინფექცია. ეს არის ორი ახალი ჯგუფი, რომელიც დაემატა და მათაც შეუძლიათ დარეგისტრირება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ", - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხებათ მათ, ვინც, „ფაიზერის“ პირველი დოზით უკვე აიცრნენ, სამინისტროს რეკომენდაციით, ასეთმა პირებმა მეორე დოზაზე რეგისტრაცია, 24 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ.
ტეგები:
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო