loader

თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ მიიღეს მოქალაქეებმა „ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაციისას უარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ მიიღეს მოქალაქეებმა „ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაციისას უარი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს „ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაციისას უარი იმის გამო მიუვიდათ, რომ სისტემაში 12:00 საათამდე „ფაიზერის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია მიმდინარეობდა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც „ფაიზერის" პირველ დოზებზე დაიწყო რეგისტრაცია, მსგავსი შეტყობინება არ გაგზავნილა.

„მსგავსი შეტყობინება როდესაც მიუვიდა მოქალაქეს, რომ მხოლოდ მეორე დოზებზე მიმდინარეობს რეგისტრაცია, რის გამოც არ დადასტურდა ჯავშანი ჩვენთვის ცნობილია 12:00 საათამდე პერიოდში, ვიდრე დაიწყებოდა პირველ დოზებზე რეგისტრაცია. 12:00 საათის შემდეგ, ასეთი შეტყობინება არ დაფიქსირებულა ჩვენ სისტემაში. ამ ეტაპზე მოქალაქეს არ უნდა შეექმნას პრობლემა",- აღნიშნავს გაბუნია.