loader

რა ხდებოდა ცოტახნის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა ცოტახნის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე?

ცოტახნის წინ თბილისში ძლიერი წვიმა იყო. რამდენიმე ქუჩაზე კი წყლის დიდი ნაკადი დაგროვდა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ნუცუბიძის ქუჩიდან ვრცელდება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უამინდობა 29 ივლისამდე შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორამციას გარემოს ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონეების მატება გამოიწვიოს.

“29 ივლისის დილამდე საქართველოში ნარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.