loader

ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" გადაწყვეტილება გამოაცხადა - "მართალია, ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების გადაყენება, მაგრამ მოვახერხეთ უფრო მეტი..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" გადაწყვეტილება გამოაცხადა - "მართალია, ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების გადაყენება, მაგრამ მოვახერხეთ უფრო მეტი..."

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან არხი სპეციალურ რეჟიმში მუშაობას ასრულებს და კვლავ გადადის მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმზე:

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მედიის მუშაობამ შეასრულა უნიკალური და ისტორიული როლი "ქართული ოცნების" რეჟიმის დამარცხებაში. "ქართული ოცნების" რეჟიმის დამარცხების წინაპირობა არის მისი რეალური სახის გაშიშვლება, რაც ბოლომდე მედიის დამსახურებაა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხმა მიიღოო მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, ჩემი არხის სახელით ვაცხადებ, რომ მედიამ უმაღლეს დონეზე შეასრულა საკუთარი ფუნქცია. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც აღვნიშნე, ვითარებამ მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური სახე, ჩვენ გამოვდივართ, სპეციალური რეჟიმის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს. კიდევ ერთხელ საკითხმა მიიღო მწვავე პოლიტიკური ელფერი და ეს საქმე და ბრძოლა არის პოლიტიკოსების მოსაგები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.