ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ მმართველი პარტიით ძალიან იმედგაცრუებულია
საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი მხოლოდ მათ მოუტანს სარგებელს, ვინც მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება , - ამის შესახებ ევროპარლამენტარების მარინა კალიურანდის, სვენ მიკსერის და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას უკავშირდება.
განცხადებაში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება.
ამასთან, ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარია არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას.